Thursday, 24 October 2019

ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია


 ისტ-ის გამოყენებით  ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია
 შექმნილი სასწავლო რესურსის რეფლექსია და ინსტრუქცია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი  ქეთევან ცერცვაძე

2019 წლის 23 ოქტომბერს მე-11 კლასში ჩავატარე გაკვეთილი,ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებ გავაცანი გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკა.გაკვეთილი მიმდინარეობდა წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით და არ დამჭირდა კორექტირების შეტანა.
ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები განკუთვნილია მე-11 კლასისათვის.მოსწავლისათვის რთული და მოსაწყენია ერთფეროვანი გაკვეთილები. ამიტომ მასალა უფრო ადვილად აჭსაქმელი და საინტერესო რომ ყოფილიყო დამოვიყენე ინფორმაციული ტექნოლოგიები.ეს რესურსი ინტენსიურად რთავს მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესში.ხელს უწყობს ნასწავლი მასალის განმტკიცებას და ახლის-ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას.იმის გარდა რომ მოსწავლე მოტივირებულია და ხალისით სწავლობს ,ასევე ისტ-ის გამოყენება ხელს უწყობს სხვადასხვა უნარების განვითარებას,როგორიც არის მიზანშედეგობრივი კავშირების დანახვა,კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების  განვითარებისთვის.
რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
აქტივობა:წინარე ცოდნის გააქტიურება: https://drive.google.com/open?id=1X_duQCbw5ebBSPbJKTRCGCOQ6mqsoODK
აქტივობა: სახალისო თავსატეხი: https://drive.google.com/open?id=1HWqZQBBqTjMIDBQtu6talyzhpcZvwkEa
აქტივობა:ახლის შექმნა ისტ-ის გამოყენებით: https://drive.google.com/open?id=1dhS20fyF3ohkj7uRVAayJ5GrQwsu5RX6
აქტივობა: ნაწარმოების გარჩევა:
აქტივობა: ლექსიკონი http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/leksikoni_dz.htm
აქტივობა:მასალის განმტკიცება:https://www.youtube.com/watch?v=fC794jQGLV0
აქტივობა:გაკვეთილის შეჯამება: https://drive.google.com/open?id=1DnIIsNFDEHnF8Tm_rXXxjtCbRSxta8Fl

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილის გეგმა ისტ-ის გამოყენებით


ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილის გეგმა ისტ-ის გამოყენებით

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ქეთევან ცერცვაძე. 18001033116
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო, მე-11 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 3 მოსწავლე
გაკვეთილის თემა;,, ქართველი რომანტიკოსები’’
გაკვეთილის მიზანი: ა) მოსწავლეებმა უკეთ აღიქვან და დაიმახსოვრონ ქართველი                                                                              რომანტიკოსების ცხოვრება და შემოქმედება .
 ბ)ისტ-ის გამოყენებამ ხელი შეუწყოს საგანთა შორის კავშირის წარმოჩენას. განუვითარდეთ მოსწავლეებს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომები.შეძლებენ ინფორმაციის ორგანიზებას ცხრილების საშუალებით.
მისაღწევი შედეგები: ისტ-ის გამოყენებით მოსწავლეებმა აღიქვეს და დაიმახსოვრეს ქართველი რომანტიკოსების ცხოვრება და შემოქმედება. მოსწავლეებმა დაადგინეს საგანთა შორის კავშირი.შეძლეს ინფორმაციის ორგანიზება ცხრილების საშუალებით.

XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.

·         მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;
·         ქართ. XI. 7. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ენობრივი საშუალებების გაანალიზება მათი ფუნქციონირების თვალსაზრისით.

·         მსჯელობს მხატვრულ ტექსტში შინაარსის გადმოცემის სხვადასხვა ენობრივ და მხატვრულ საშუალებაზე;
·         ქართ. XI. 9.  მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების წერილობით გაანალიზება.
·         აანალიზებს ტექსტს მხატვრულ-გამომსახველობითი თვალსაზრისით (როგორ ქმნის ავტორი თხრობაში განწყობას, პერსონაჟთა სახეებს; რამდენად ეფექტურია ნაწარმოების სტილი და ენა; მსჯელობს ლექსის რიტმის, რითმისა და ბგერწერული ეფექტების შესახებ);

ის.ტექ.5 .  მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის
Ø  იყენებს ისტ-ს სასკოლო საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად;

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზაბის ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ.)
1
საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება (მისალმება, სიის ამოკითხვა, მორიგეების არჩევა)
მთელი კლასი
2 წთ.
2
გაკვეთილის თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკის გაცნობა
მინი ლექცია
მთელი კლასი
გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა
2 წთ.
3
   აქტივობა :წინარე ცოდნის გააქტიურება.
მიზანი:მოსწავლეებმა გაიხსენონ რომანტიზმის მნიშვნელობა და ჩამოყალიბების პერიოდი.
აღწერა:პროექტორის საშუალებით ,დიდ ეკრანზე , გამოჩნდება მოსწავლეებისათვის განკუთვნილი ხუთი შეკითხვა,რომელსაც უპასუხებენ და წინარე ცოდნას დააკავშირებენ ახალთან.
კითხვა-პასუხი.
საერთო საკლასო
 პროექტორი,   კომპიუტერი,           power point
3 წთ.
4
აქტივობა : სახალისო თავსატეხი
მიზანი:მოსწავლეებმა გაიხსენონ რომანტიკოსი მწერლების ბიოგრაფია.
აღწერა: სლაიდების საშუალებით მოსწავლეებს მიეწოდებათ მოკლე , დასამახსოვრებელი, ცხოვრებისეული ფაქტები რომანტიკოსი მწერლების ბიოგრააფიიდან.მოსწავლეები შეძლებენ მათ ამოცნობასა და სიღრმისეულ დამახსოვრებას
თვალსაჩინოება
მთელი კლასი
კომპიუტერი,პროექტორი,
power point
3 წთ.
5
აქტივობა: ახლის შექმნა
მიზანი:ისტ-ის გამოყენებით , მოსწავლეებმა შექმნან  სლაიდი.
აღწერა: მოსწავლეები www.google-დან გადმოწერენ რომანტიკოსი მწერლების ფოტო-სურათებს,მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ფოტომასალას და  power point-ში გააკეთებენ ,,სლაიდს’’.
სწავლა  კეთებით
ინდივიდუალური
power point
ინტერნეტი
კომპიუტერი
3 წთ.
6
აქტივობა: ნაწარმოების გარჩევა.მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ გრიგოლ ორბელიანის ,,საღამო გამოსალმებისა-ს’“ გარჩევა-გაანალიზებას.
აღწერა: მოსწავლეები წაიკითხავენ ლექსს ,,საღამო გამოსალმებისა“ გაიაზრებენ,გაანალიზებენ.დაადგენენ მხატვრულ ხერხებს.იმსჯელებენ თუ რისთვის ჭირდება მწერალს მისი გამოყენება
ახსნა-განმარტება
მთელი კლასი
მე-11 კლასის სახელმძღვანელო
რვეული
კალამი
10 წთ.
7
აქტივობა: ლექსიკონი
მიზანი: მოსწავლეებმა გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი,გაერკვნენ არქაულ ფორმებში.
აღწერა: რომანტიკოსების შემოქმედებაში გვხვდება ისეთი სიტყვები , რომლების უცხოა თანამედროვე სალიტერატურო ქართულისთვის.მოსწავლეები შექმნიან ცხრილ,ალფავიტის მიხედვით დააწყობენ უცხო სიტყვებს,ინტერნეტის საშუალებით მოიძევენ მათ მნიშვნელობას და მიუწერენ შესაბამის განმარტებას.
პრაქტიკული მუშაობა „სწავლა კეთებით და გამოცდილების მიღებით“
ჯგუფური
Power point, Translation
10 წთ.
8
აქტივობა:მასალის განმტკიცება
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს youtube-ის საშუალებით მოისმინონ ,,საშინაო სკოლის გაკვეთილები“,ქართველი რომანტიკოსები.რათა მოხდეს ცოდნის გაღრმავება
პრაქტიკული მუშაობა „სწავლა კეთებით და გამოცდილების მიღებით“
ინდივიდუალურად
საგანმანათლებლო სოციალური ქსელი youtube
8 (წთ.)
9
აქტივობა:გაკვეთილის  შეჯამება
 მასწავლებელი მოსწავლეების კარნახით ავსებს ცხრილს თავის კომპიუტერში
„ვიცი, ვიცოდი, მინდა გავიგო“.
მთელი კლასი, ინდივიდულურად
კომპიუტერი, პროექტორი
3 წთ.
10
აქტივობა: საშინაო დავალება
დაწერეთ ესე ,,რომ არა რომანტიკოსები...“ მოსწავლეები გადმოაგზავნიან mail-ზე თავიანთ ნამუშევარს
მინი ლექცია
მთელი კლასი
 Mail.com
1 წთ.


შეფასების რუბრიკა

ქულები და კრიტერიუმები
9–10
7–8
4–5–6
1–2–3
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას