Tuesday, 1 October 2019

საწრეო მუშაობის გეგმა


საწრეო მუშაობა

ქართული ენის წრე   ,,ლინგვისტები''

საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის, ქართული ენის წრის დაარსების ინიციატორია საგნობრივი კათედრა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ცერცვაძე.
წრეში გაერთიანებულია საბაზო საფეხურის ცხრა მოსწავლე:
 1. ანა გელაშვილი
 2.გიორგი შველიძე
 3.ლუკა ხარატიშვილი
 4.გიორგი ფერაძე
 5.დაჩი კაპანაძე
 6.ლანა ტიკარაძე
 7.ლაშა ბალაშვილი
 8.ნათია ჭანკვეტაძე
 9.ზურა სახვაძე
ქართული ენის წრე მუშაობას იწყებს ოთხშაბათს, 2 ოქტომბერს 13:30საათზე.მუშაობის ხანგრძლივობა ერთი საათი.სულ ჩატარედება 13 მეცადინეობა, 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში.
ქართული ენის წრე შეიქმნა საბაზო საფეხურის მოსწავლეთა შორის, გრამატიკული ცოდნის გაღრმავების მიზნით.წრის მუშაობა ხელს შეუწყობს გრამატიკული წესებისა და ნორმების შესწავლას.ასევე მართლწერის საკითხების უკეთ დაუფლებას.
საწრეო მუშაობის მიზნები:
1.საწრეო მუშაობის ძირითადი მიზანია ცოდნის დონის ამაღლება
2.გრამატიკული უნარ-ჩვევების გამოყენება ,როგორცზეპირმეტყველებაში ისე წერის დროს.
3.ენობრივ ერთეულებზე დაკვირვება - მუშაობა
4.ლექსიკური მაგარის გამდიდრება
  
წრის სამუშაო პროგრამა:
 02.10.2019 -  საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა
 09.10.2019 -  მორფოლოგიის რაობა,ქართულ ენაში არსებულუ მეტყველების ნაწილების გახსენება
16.10.2019 - არსებითი სახელების ბრუნება,რიცხვი,კუმშვა და კვეცა
23.10.2019 -  ზედსართავი სახელი,წერითი სავარჯიშოები
30.10.2019 - რიცხვითი სახელი, წერითი სავარჯიშოები
06.11.2019 - ნაცვალსახელი , ტესტური სავარჯიშოები
13.11.2019 - ზმნა,ზმნის პირი,რიცხვი,სერიები და მწკრივები.
20.11.2019 - თემა , ასპექტი.ტესტური სავარჯიშოები
27.11.2019 - ქცევა და კონტაქტი.წერითი სავარჯიშოები
04.12.2019 - გვარი . მართლწერასთან დაკავშირებული სავარჯიშოები
11.12.2019 - რიცხვში მონაცვლე ზმნები
18.12.2019 - სინონიმები,ანტონიმები
25.12 2019 - ფრაზეოლოგიზმები.

No comments:

Post a Comment