პირველ სამუშაო დღეს მოსწავლეები გაეცვნენ საწრეო მუშაობის გეგმასა და მიზანს.ისინი დაინტერესდნენ აღნიშნული პროექტით. ხალისითა და მოტივაციით შეუდგნენ სამუშაოს.
მეორე საწრეო მუშაობა ,,ლინგვისტებმა",მოტივაციით დაიწყეს.მათ გაიხსენეს წინა კლასებში ნასწავლი არსებითი სახელი და სიღრმისეულად შესწავლა დაიწყეს.სახალისო დავალებებმა და თვალსაჩინოებებმა მოსწავლეების ინტერესი გამოიწვია.ისინი მოუთბენლად ელოდებიან შემდეგ მეცადინეობას.
,,ზედსართავი სახელი" ,ჩვენი მეცადინეობის მესამე კვირაა.მოსაწყენი რომ არ გამხდარიყო წინა კლასებში ნასწავლი მასალა,ამ დღის მუშაობა გავამრავალფეროვნე თვალსაჩინოებებით.ვფიქრობ,ჩემი მოსწავლეების მეხსიერებიდან ეს მეტყველების ნაწილი არ წაიშლება.🥰
,,რიცხვითი სახელის" რაობა და მართლწერა საწრეო მუშაობის ერთ_ერთი მნიშვნელოვანი თემაა.,,ლინგვისტებმა" გამოთქვეს სურვილი სიღრმისეულად დაუფლებოდნენ მართლწერის საკითხებს,რადგან ხშირია მათი გამოყენება წერით დავალებებში.ამ დღის მუშაობამაც ხალისით და შემოქმედებითად ჩაიარა
ნაცვალსახელი დღევანდელი მუშაობის თემაა.მოსწავლეებმა წინა კლასებიდან ნასწავლი გაიხსენეს და ზედ დააშენეს მეტი ვიდრე ნაცვალსახელის რაობა .მათ გაიგეს პირის ,კითხვითი,ფანსაზღვრებითი ნაცვალსახელების სწორად გამოყენების წესები.
ზმნა,წინადადების ხერხემალი,მამოძრავებელი.დღევანდელ მუშაობაზე განვიხილეთ ზმნა,მისი პირი და რიცხვი.ვიმუშავეთ წინადადების გარჩევაზე.
No comments:
Post a Comment